პროექტის სახელი: ფრინველთა სამყარო
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ფრინველთა სამყაროს, მათ მრავალფეროვნებასა და თვისებებს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან სამყაროს სხვადასხვა ფრინველებს, მათ ნიშან-თვისებებს, თუ რა მსგავსებაა და განსხვავებაა შინაურსა და გარეულ ფრინველებს შორის. ავლებენ პარალელს, გაიაზრებენ შინაურ ფრინველთა დანიშნულებას ადამიანისათვის და აგრეთვე გარეულ ფრინველთა დანიშნულებას ბუნებისათვის. შეძლებენ ფურცელზე დამიხატონ რომელიმე მათთვის საინტერესო შინაური ან გარეული ფრინველი.
მოსწავლეთა ასკი/კლასები: 7 წლის, მეირე კლასი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფრინველთა სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ. მათი სარგებლობა-გამოყენების თვალსაზრისით. მეტ ინფორმაციას შეიძენენ და გამოიმუშავებენ სხვადსხვა უნარ-ჩვევებს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: თავიანთი ნახატებით შექმნიან ფოტოალბომს. ჯგუფური მუშაობის შედეგად გააკეთებენ მოკლე პროექტს და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით. შესაძლებელია მოეწყოს ექსკურსია თუნდაც ზოოპარკში, ფრინველთა უკეთესად გაცნობის მიზნით.
სარგებელი სხვებისთვის: მოაგროვებენ თანხას, თუნდაც ზოოპარკის ფრინველების საკვებისათვის.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება შესაძლებელია ხატვასთან და ბუნებასთან. მოვიპოვებულ ინფორმაციას კლასში წარმოვადგენ ისტ-ის დახმარებით. ვიდეო მასალას ,,მამალის ყივილი სოფელში,, და აუხსნი ამ ყივილის მნიშვნელობას, თუ რას ნიშნავდა ის ძველი ადამიანებისათვის. ამასთან ერთად ვაჩვენებ ფოტოებს სხვადასხვა ფრინველების გამოსახულებით.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 123-ე სკოლა.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
თბილისის 123-ე საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი - თამუნა ლიპარტელიანი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: t.liparteliani123@gmail.com